Sunday, November 17, 2013

დამთავრდა ესე ამბავი... ვიცით რა, სად, როგორ ვიპოვოთ და გავაკეთოთ. დანარჩენი ტექნიკის საქმეა! დიდი მადლობა მანანას და ჩვენს გოგოებს!
უამრავი რამ ვისწავლეთ. რაც მთავარია, ყველანაირი რესურსი არსებობს ინტელის საცავში და ჩვენი არაჩვეულებრივი ტრენერის წყალობით თავადაც ბევრ რამეს აღმოვაჩენთ. გვიყვარხართ!

Sunday, November 10, 2013

გამოკითხვის ჩასატარებლად კითხვარების შექმნის ტექნოლოგიები ძალიან მომეწონა. დიდი მადლობა

Saturday, November 2, 2013

მანანა, ვიწყებთ აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას სკოლებში! დავასრულეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე მუშაობა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შეფასების სტრატეგიები. შევქმენით პრეზენტაცია ჩვენს საპროექტო იდეასთან დაკავშირებით და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ძალიან ნაყოფიერად  ვიმუშავეთ. დიდი მადლობა!

პროექტის პრეზენტაცია

ინტელის მესამე დღე
ძალიან საინტერესო მუშაობა გამოგვივიდა. ვისწავლეთ ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური კითხვების ჩამოყალიბება; ბლოგზე ფაილების ატვირთვა.
დიდი მადლობა ტრენერს!

Sunday, October 20, 2013

დღეს იდეების სახელოსნოში ვიყავით. როგორი ჭკვიანი მასწავლებლები გვყავს, ხომ ხედავთ?
 ბუკლეტების მომზადება ვისწავლე და ძალიან მომეწონა. 

Saturday, October 19, 2013

ინტელის ტრენინგის პირველი დღე

მანანა, მართლა ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. პორტფოლიოს შექმნა, პროექტის დაგეგმვა, განხორციელების ეტაპები. ნიმუშები, რომლებსაც გამოვიყენებ ჩემს მომავალ საქმიანობაში. ოღონდ ცუდია, რომ დღე-ღამეში მხოლოდ 24 საათია :D